სტამბულის აეროპორტში ახალი თანამშრომლები გამოჩნდნენ.
ახალი პროექტის ფარგლებში სტამბოლის აეროპორტში 5 სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა დაიწყო მუშაობა.
ეს გაწვრთნილი პერსონალი მთელი დღის განმავლობაში დადის საერთაშორისო გაფრენების ზონაში, ტრენერების თანხლებით და დადებით ენერგიას აწვდის მგზავრებს, რომლებიც ფრენის დროს სტრესს განიცდიან.