სტამბოლში უამინდობა გრძელდება. როგორც თურქული მედია წერს, მეტეოროლოგიური პირობების გამო საბიჰა გოგჩენის აეროპორტმა მუშაობა ფაქტობრივად შეაჩერა. ავიაკომპანიები საკუთარ მგზავრებს რეისების გადადების შესახებ ინტენსიურად აწვდიან ინფორმაციებს. რეისების ნაწილი გაუქმებულია ასევე აეროპორტ „სტამბოლიდანაც“.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს ვებ-გვერდებიდან ირკვევა, დილამდე სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით Turkish Airlines-სა და Pegasus Airlines-ს სულ 5 რეისი იყო დაგეგმილი, საიდანაც გაუქმების შესახებ ინფორმაცია უკვე დადასტურებულია სამ რეისზე. რაც შეეხება ბათუმს, ამაღამ სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა დაგეგმილი არ იყო.