სტამბოლის მერიის სატრანსპორტო საკოორდინაციო ცენტრმა (UKOME) საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის ზრდა გამოაცხადა. სტამბოლში ავტობუსების, ტაქსებისა და ბორნების ფასები 22,19%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეულია გაზრდილი საოპერაციო ხარჯებითა და ცხოვრების ხარჯების ზრდით, განმარტეს დეპარტამენტში.
ამრიგად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი მგზავრობის ბილეთის ფასი 13%-ით გაიზარდა და 17,70-ის ნაცვლად ახლა 20 თურქული ლირაა. ტაქსის საბაზისო ტარიფი იწყება 100 ლირადან (ადრე 90 ლირა იყო). მგზავრობის კილომეტრზე ფასი 17,61-დან 20 ლირამდე გაიზარდა.
წყლის ტაქსი 100%-ით გაძვირდა: ჩასხდომა და მგზავრობის პირველი კილომეტრი 420 ლირა (210 ლირას ნაცვლად), შემდეგ ერთიდან ოთხ კილომეტრამდე მგზავრობა 310 ლირა (ადრე 155 ლირა).
მეტრობუსებში, ყველა სადგურით სარგებლობის სრული საფასური 26,27 ლირადან 29,68 ლირამდე გაიზარდა.