სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობაში დამონტაჟდა შუშის სადამკვირვებლო ტერასა, რომელიც მეტროპოლიის უნიკალურ პანორამულ ხედს გვთავაზობს.
“სტამბოლში გაიხსნა ტერასა, რომელიც გთავაზობთ 200 მეტრის სიმაღლეზე, შუშის იატაკზე გასეირნებას. ტერასიდან იშლება სტამბულის პანორამული ხედი 360 გრადუსიანი ხილვადობით“, – წერს Milliyet.
შუშის იატაკის წყალობით ჰაერში სეირნობის ეფექტი იქმნება. აზიურ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში Sapphire გახსნილი ტერასა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მინის ტერასაა. მისი სიგრძე 27 მეტრია, სიღრმე 3 მეტრი.