სტამბოლში დიდთოვლობის გამო დღევანდელი დღეს დასვენების დღედ გამოცხადდა. იმავდროულად გარკვეულწილად შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მოქალაქეებს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისკენ.
სტამბოლისთვის უჩვეულოდ დიდმა თოვლმა კი უკვე მესამე დღეა პრობლემები შეუქმნა აეროპორტებსაც.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, სტამბოლში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 25 იანვარს ანუ წუხელ და გამთენიისას Turkish Airlines-მა თბილისის მიმართულებით გააუქმა 3 ფრენა.
რაც შეეხება ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს, რეისი რომელიც საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 03:10 საათზე უნდა შესრულებულიყო გადაიდო და დღეს დღის განმავლობაში შესრულდება.