წამახალისებელი მოგზაურობის ასოციაცია (Incentive Travel Excellence Association) 2024 წლის 26-29 თებერვალს, სტამბოლში საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს. იგი ორგანიზებულია ორგანიზაცია SITE Turkey-ის მიერ, რომელიც თურქეთში ტურიზმის განვითარების კუთხით აქტიურად მუშაობს.  

50-წლიანი ასოციაციის (SİTE)  მიერ გამართულ კონფერენციაზე ასობით წევრი მიიღებს მონაწილეობას. იგი 2500-ზე მეტი წევრითა და თავისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით, ტურიზმის სფეროს მთავარ, წამყვან ასოციაციას წარმოადგენს. SITE-ს მთელს მსოფლიოში აქვს 27 ადგილობრივი და რეგიონული ფილიალი და იგი მიზნად ისახავს, მაქსიმალურად გაზარდოს წამახალისებელი ტურიზმის გავლენა ადამიანებში და მის პარტნიორებთან ერთად ხელი შეუწყოს ამ სექტორის განვითარებას.

ორგანიზაცია თავის წევრებს ყოველთვის უზრუნველყოფს ონლაინ რესურსებით, ტრენინგებითა და სერთიფიკატებით, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს.

აღნიშნული კონფერენცია ტურიზმის ინდუსტრიაში აერთიანებს ბევრ პროფესიონალს და მათ შორის ქმნის მნიშვნელოვან კავშირებს, რათა შეისწავლონ, აღმოაჩინონ და განახორციელონ ყოველივე, რაც ამ სფეროს განვითარებას სჭირდება. SITE-ს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ისარგებლებენ მნიშვნელოვანი პრივილეგიებით, დაამყარებენ  კავშირებს პარტნიორებთან, რითაც მათ ბევრი ახალი და საინტერესო  შესაძლებლობის გამოყენების საშუალება ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ მთელი მსოფლიოდან: აშშ, ინგლისი, კანადა, ირლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, მექსიკა, გერმანია, არგენტინა, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, ჩინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ეგვიპტე, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, პანამა, პორტუგალია, შოტლანდია, სინგაპური, კაიმანის კუნძულები, სლოვენია, ტაივანი, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კოსტა-რიკა, ზიმბაბვე და იაპონია. კონფერენციაზე, რომელიც სამი დღე გაგრძელდება, ყველა ზემოჩამოთვლილი ქვეყნიდან მთლიანად, 500-ზე მეტი წარმომადგენელი იქნება.

იგი დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ ტურიზმის ექსპერტებს, განიხილონ უახლესი ტენდენციები, გაიარონ სხვადასხვა ტრენინგ-კურსი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთმანეთთან გაცვალონ იდეები. გარდა ამისა, კონფერენცია მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა, თურქეთი  და დაათვალიერონ მისი უნიკალური ადგილები.

SITE; Society for Incentive Travel Excellence