სტამბოლსა და აეროპორტ “სტამბოლს” შორის დამაკავშირებელი მეტრო ორ თვეში გაიხსნება.

მეტრო სტამბულის ახალ აეროპორტამდე – ევროპის წამყვან საჰაერო კარიბჭემდე ნოემბრის ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ CNN Türk-ის ეთერში განაცხადა.
“სტამბულის” აეროპორტი მეტროს ერთ-ორ თვეში მიიღებს. ცენტრალური ტაქსიმის მოედნიდან აეროპორტ “სტამბოლამდე” მგზავრობას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება”, – განაცხადა მინისტრმა.