სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში რუსულმა რობოტმა დაიწყო მუშაობა. როგორც რუსული მედია წერს,პერმის ტერიტორიაზე შექმნილი რობოტი საბიჰა გოგჩენის აეროპორტის მგზავრებს აძლევს რჩევებს, პასუხობს მათ შეკითხვებს და ასევე ეხმარება აეროპორტში ნავიგაციაში.
კერძოდ, ის მგზავრებს ურჩევს თუ როგორ უნდა იპოვონ ჩასხდომის გეითი და ეხმარება მათ ტაქსის გამოძახებაში.
რობოტს ასევე აქვს ბილეთების სკანერი. რობოტი საუბრობს რამდენიმე ენაზე: თურქული, ინგლისური, რუსული, არაბული და ესპანური.
საბიჰა გოგჩენის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 30 მილიონ მგზავრს ემსახურება და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. დიგიტალიზაცია აეროპორტს ეხმარება გაუმკლავდეს ასეთ დატვირთვას და ათავისუფლებს პერსონალს რუტინული სამუშაოსგან.