სტამბოლის მეორე, „საბიჰა გიოქჩენის“ სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ინფორმაცია აეროპორტის მმართველი კომპანია HEAŞ-ის მიერ გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI EUROPE) მიერ მომზადებული 2025 წლის ივლისის საჰაერო მოძრაობის ანგარიშის თანახმად, აეროპორტის სამგზავრო ტრაფიკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა.
„საბიჰა გიოქჩენის“ საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება, მტკიცედ აგრძელებს ზრდას და ევროპაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. ჩვენ, როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია HEAŞ, მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს კოლეგას და პარტნიორს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.












