სტამბოლის მესამე აეროპორტმა “სტამბოლმა” ნოემბრის მონაცემებით სულ 40052 მგზავრი გაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აეროპორტების მმართველი (DHMI) ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, “სტამბოლმა” 29 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის პერიოდში შიდა რეისებზე 25712 მგზავრს, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 14340 მგზავრს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ “სტამბოლის” საერთაშოპრისო აეროპორტიდან, ამ დროისათვის, 2 საერთაშორისო და რამდენიმე შიდა რეისი ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი” ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნა. სტამბოლის ახალ აეროპორტს, საკმაოდ დიდი ტერმინალი აქვს, რომელიც 1,4 მლნ კმ/მ-ზეა გადაჭიმული. აეროპორტი წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.
სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.
ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა არის ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსებულია:
რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით;
114 თვითმომსახურების ჯიხური;
51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური;
228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი;
77 გასასვლელი;
Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული;
42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.
სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობაში 10 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.
სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან სამომავლოდ მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, ხოლო მეორე 2021 წელს განხორციელებული.
მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.