სტამბოლის ახალი აეროპორტი იყიდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ამერიკულმა ბანკმა Lazard-მა უკვე მიიღო დავალება, რათა აეროპორტ “სტამბოლს” ახალი მფლობელი მოუძებნოს. აეროპორტის გასხვისების შესახებ ოფიციალური პირებისგან ამ დროისათვის კომენტარი არ გაკეთებულა.

მედიის ინფორმაციით, Lazard-ი თავად უზრუნველყოფს აეროპორტის ფინანსურ შეფასებას და ამის შემდეგ დაიწყებს პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია “სტამბოლის” წილის გასხვისებაზე.

გავრცელებული ინფორმაციითვე, აეროპორტით დაინტერესებულია Aeroports de Paris-ი და აეროპორტების თურქული ოპერატორი TAV-იTAV-მა შესაბამის დონეზე “სტამბოლისადმი” ინტერესი ჯერ კიდევ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის დახურვამდე დააფიქსირა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “სტამბოლის” წილი გასხვისება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვარდნის გამო ხდება. აეროპორტი “სტამბოლი”, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე გაშენდა ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და ბაზარზე უმსხვილესი აეროპორტის სახელით პოზიციონირებს. აეროპორტი “სტამბოლი” თურქეთის პრეზიდენტის მეგაპროექტადაა მიჩნეული და მისი განაშენიანიანება ისევ გრძელდება. აეროპორტი “სტამბოლი” კომპანია  IGA-მ ააშენა.