სტამბოლის ახალი აეროპორტი 2019 წლის 6 აპრილიდან 1-ელ ივლისამდე 100 ათას რეისს მოემსახურა. როგორც ავიაკომპანიის მმართველი კომპანია İGA განმარტავს, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოგზაურებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

საანგარიშო პერიოდში აეროპორტი 15 მლნ 988 ათას 748 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 11 მლნ 946 ათას 740 მგზავრი საერთაშორისო ავიარეისებზე, ხოლო 4 მლნ 42 ათას 8 მგზავრი შიდა რეისებზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი” ექსპლუატაციაში 2018 წლის 29 ოქტომბერს შევიდა. 2019 წლის 6 აპრილს კი ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აეროპორტ “სტამბოლში” ყველა ავიარეისის გადამისამართება დასრულდა.

წლის განმავლობაში აეროპორტი “სტამბოლი” 90 მლნ მგზავრის მიღებას შეძლებს, ხოლო მას შემდეგ რაც მშენებლობის ყველა ეტაპი დასრულდება ის წელიწადში 200 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი.