სტამბოლის ახალ, უდიდეს აეროპორტს მცირე წილის მფლობელი კომპანიები ტოვებენ. აეროპორტი “სტამბოლის” მშენებლობის ყველა ფაზის დასრულების შემდეგ ის მსოფლიოში უმაღლესი დატვირთვის/გამტარუნარიანობის ჰაბად უნდა იქცეს, თუმცა მცირე წილის მფლობელმა კომპანიებმა “სტამბოლის” ოპერატორ კომპანიაში მათი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მოგზაურობის ინტენსივობა და მოსალოდნელი მოგება შეაფერხა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიები Limak Yatirim Holding AS და Mapa Insaat AS “სტამბოლის” მმართველ კომპანია IGA Havalimani Isletmeleri AS-ში თითოეული საკუთარ 20%-20%-ს ყიდის. მათი წილის მყიდველების ვინაობაც უკვე ცნობილია, ახალი მფლობელები IGA-ს დარჩენილი პარტნიორები არიან. გარიგების შედეგად, Kalyon Insaat AS და Cengiz Insaat AS საკუთარ წილს 55%-მდე და 45%-მდე გაზრდიან. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანიები ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, რადგან მხარეები მოლაპარაკების ეტაპზე იმყოფებიან.
პირველად თავის წილის ნაწილი, 2019 წელს, Kalyon Insaat AS-მა გაყიდა. მას შემდგომ, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ აეროპორტში გადაზიდვების მოსალოდნელი ტალღა უკან დახია, რომლის გამტარუნარიანობის ზრდაც ამ ათწლეულის ბოლოს ყოველწლიურად, დღევანდელი 90 მილიონიდან, 200 მილიონ მგზავრამდეა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ IGA Havalimani Isletmeleri AS-მა აეროპორტის ოპერირებისთვის, 25 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ყოველწლიურად 22,2 მლრდ ევრო უნდა უხადოს. თუმცა პანდემიის გამო, მთავრობამ უკანასკნელი ორი წლის გადასახადების გადახდა გადაავადა. ოპერატორმა კომპანიამ 5,8 მილიარდი ევროს (6,9 მილიარდი დოლარი) სესხების რეფინანსირება მოახდინა, შეამცირა საპროცენტო განაკვეთი და გაახანგრძლივა დაფარვის ვადა ორი წლით 2033 წლამდე.