აეროპორტ “სტამბოლში” (İGA) COVID-19-ზე PCR ტესტის გაკეთება მგზავრებს სურვილის შემთხვევაში 110 ლირად, დაახლოებით 15 ევროდ შეუძლიათ. COVID-19-ზე PCR ტესტი მგზავრისთვის სავალდებულო მაშინაა, თუ კი მას თერმოსქრინინგს შემდეგ 37,8°-ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება. ტესტის პასუხი კი მგზავრს დაახლოებით 2 საათში ეცნობება და ადრესატს სასურველი ფორმით (ელექტრონული ან ამობეჭდილი სახით) თურქულ და ინგლისურ ენაზე მიეწოდება. აეროპორტში არსებულ ლაბორატორიებში დღის განმავლობაი 40 ათასი მგზავრის ტესტირებაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ჩასულ უცხოელ ტურისტებს, ქვეყნის აეროპორტებში თემოსქრინინგის შემდეგ, თუ 37.8°-ზე მაღალი ტემპერატურის ან რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში COVID-19-ზე PCR ტესტს ჩაუტარებენ. თუ კი ტესტის პასუხი დადებითი იქნება, მგზავრი თუ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას უკან გააბრუნებენ, ან დარჩება ქვეყანაში და თურქეთში გაივლის მკურნალობის კურსს.
აღსანიშნავია, რომ СOVID-19-ის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში უცხოელი ტურისტებისათვის მკურნალობა უფასო იქნება.