სტამბოლის ახალ აეროპორტში მგზავრი შეეცადა თვითმფრინავში საბარგო ლენტის გავლით მოხვედრილიყო. ფაქტი აეროპორტში გამშვები პუნქტის მახლობლად მოხდა. მას შემდეგ რაც მგზავრმა ჩასხდომის ბარათი მიიღო, მოულოდნელად საბარგო ლენტზე ავიდა.

ქალის საქციელმა აეროპორტის თანამშრომლების გაკვირვება გამოიწვია.

მას შემდეგ რაც მგზავრი ბილიკზე ავიდა ის შეეცადა ჩემოდნებს შორის გადაადგილებულიყო. ამ დროს კი ვიღაცის ჩემოდანს გამოედო და დაეცა. აეროპორტის თანამშრომელი უცებ გონს მოეგო და სასწრაფოდ გამორთო მოძრავი ლენტი.

მგზავრი არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს. ფაქტის ამსახველი კადრები კი სოციალური ქსელებით ინტენსიურად ვრცელდება.