2024 წელს მსოფლიოში „ყველაზე დაკავშირებულ“ აეროპორტების სიას სტამბოლის აეროპორტი სათავეში ჩაუდგა, აღნიშნულის შესახებ მასალები Cirium-მა შეაჯერა.
კომპანიამ გამოთვალა თუ რამდენ მიმართულებას ემსახურებოდა თითოეული ჰაბი მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში.
ამრიგად, სტამბოლის აეროპორტის განრიგი მოიცავს 309 მიმართულებას. მათ უმეტესობას ემსახურება Turkish Airlines-ი, გადამზიდავი მსოფლიოში ყველაზე ფართო მარშრუტების ქსელით. რეიტინგში მეორე ადგილზეა ფრანკფურტის აეროპორტი 296 მარშრუტით, ხოლო მესამეზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 282 მიმართულებით.
ყველაზე მეტი მიმართულების მქონე აეროპორტების ათეულში ასევე შედიოდა აშშ-ის ოთხი აეროპორტი, მაშინ როცა გაერთიანებული სამეფოს არც ერთი აეროპორტი ვერ მოხვდა ტოპ-10-ში. 20 უმსხვილესი ჰაბიდან ნახევარი ევროპის აეროპორტებშია, ოთხი ჩინეთში და ორი ახლო აღმოსავლეთში.
ყველაზე მოსახერხებელი კავშირებით ტოპ 20 აეროპორტი ასე გამოიყურება:
1. სტამბოლი, თურქეთი (309 მიმართულება);
2. ფრანკფურტი, გერმანია (296);
3. პარიზი, საფრანგეთი (282);
4. ამსტერდამი, ნიდერლანდები (270);
5. ჩიკაგო ო’ჰარე, აშშ (270);
6. დუბაი, UAE (269);
7. დალას ფორტ უორტი, აშშ (261);
8. შანხაი პუდონგი, ჩინეთი (243);
9. ატლანტა ჰარტსფილდ-ჯექსონი, აშშ (237);
10. რომი – ფიუმიჩინო, იტალია (234);
11. დენვერი, აშშ (229);
12. ჰითროუ, დიდი ბრიტანეთი (221);
13. ჯედას მეფე აბდულაზიზი, საუდის არაბეთი (219);
14. მადრიდი ბარახასი, ესპანეთი (218);
15. გეტვიკი, დიდი ბრიტანეთი (218);
16. მიუნხენი ფრანც ჯოზეფ, გერმანია (217);
17. ბარსელონა – ელ პრატი, ესპანეთი (209);
18. პეკინი, ჩინეთი (206);
19. ჩენგდუ ტიანფუ, ჩინეთი (202);
20. გუანჯოუ ბაიიუნ, ჩინეთი (202).