სტამბულის აეროპორტი დღეში საშუალოდ, 1296 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL), 04-10 დეკემბრის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის აეროპორტი დღეში საშუალოდ, 1296 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა.

სტამბულის აეროპორტს მოჰყვა, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეში საშუალოდ 1286 ფრენით, ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტი 1251 ფრენით და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 1217 ფრენით.