ივნისი-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 1,113 მლნ-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DHMI-ი ავრცელებს.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სტამბოლის აეროპორტებმა ზაფხულში სულ 28.36 მლნ მგზავრი გაატარა.
ათათურქის აეროპორტი ივნისი-აგვისტოში სულ 18.56 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო საბიჰა გოგჩენის აეროპორტი კი 9.438 მლნ მგზავრს.
საანგარიშო პერიოდში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სულ 124682 რეისი განხორციელდა, საბიჰა გოჩენის საერთაშორისო აეროპორტში კი – 63406 რეისი.