სტამბოლის აეროპორტი “სტამბოლი” ავიარეისების რაოდენობის მხრივ ლიდერია. როგორც EUROCONTROL-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მარტში “სტამბოლი” ევროპის სხვა აეროპორტებთან შედარებით ყველაზე მეტ რეისს მოემსახურა. 1-ლი მარტიდან 31 მარტის პერიოდში აეროპორტმა მარტში სულ 17 407 რეისი მიიღო.
შესაბამისად “სტამბოლმა” რეისებით გადაუსწრო ისეთ აეროპორტებს როგორებიცაა პარიზის შარლ დე გოლის (14 186 რეისი) აეროპორტი, ფრანკფურტის (13 708 რეისი) აეროპორტი, ამსტერდამის სხიპჰოლის (12 874 რეისი) აეროპორტი და მადრიდ-ბარახასის (11 407 რეისი) აეროპორტი.