საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში (სსუ) მოქმედი დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ავიაკომპანია GEO SKY-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ავიაკომპანია GEO SKY-თან საკმაოდ დიდი ხანია ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მემორანდუმის გაფორმებით კიდევ უფრო მეტად გავამყარეთ ეს პარტნიორობა. ჩვენ ვმუშაობთ საერთო მიზნებისა და ინტერესებისთვის, ისეთებისთვის როგორებიცაა: პიროვნების პროფესიული პოტენციალის რეალიზება, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადება.
სწორედ ასეთი მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეგვაქვს წვლილი ქართული ავიაციის განვითარების საქმეში, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე დადებითად მოქმედებს. უნივერსიტეტის სახელით, ვუსურვებთ ავიაკომპანია GEO SKY-ს წარმატებებს და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას,“ – აცხადებს უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების მენეჯერი, ანა დოსმიშვილი.