საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ხელმძღვანელისგან ცნობილი გახდა, რომ ახალმა კორონავირუსმა, საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკური საქმიანობა უკვე შეაფერხა. აღნიშნული თემა გახდა G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრის განხილვის საგანი. ქვეყნები ჯერჯერობით ახალი ვირუსისგან მიღებული ზარალს ვერ გრძნობენ. თუმცა ეს დროის საკითხია.
ადრე ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან ამბიციური პროგნოზები არსებობდა, კორონავირუსის ფონზე კი პროგნოზები აუცილებლად გადაიხედება.
თუ კი მოხდება ისე, რომ ვირუსი ამ დონეზე შეჩერდება, როგორც დღესა, ჩინეთი პროგნოზირებულ ეკონომიკურ მაჩვენებელს ვერანაირად ვერ მიაღწევს.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც ტურისტულ სეგმენტში ოპერირებენ და ასევე ავიაკომპანიები და საკრუიზო ოპერატორები უმძიმეს დარტყმას განიცდიან. მაგალითისთვის ავიაკომპანიების Delta-სა და American-ის აქციები 7%-ით გაუფასურდა. ხოლო ავიაკომპანია United Airlines-ის აქციების ფასი 4%-ით დაეცა.
ბუნებრივია, ზარალს განიცდიან ასევე სათამაშო და სასტუმროს ქსელები. კორონავირუსის ფონზე 3.8%-ით გაუფასურდა კაზინო Las Vegas Sands-სა და Wynn Resorts-ის აქციები. იმავდროულად ინფორმაცია გაკეთდა ინვესტორის უორენ ბაფეტის მხრიდანაც. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკამ უკვე იგრძნო კოროვირუსის გავლენა. ამიტომ იმის თქმა, რომ კრიზისი ბოლოსკენაა, ჯერჯერობით ადრეა.
მომდევნო კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, საერთაშორისო დონეზე, კორონაროვირუსთან ბრძოლის წარმატების მიღწევისთვის. სწორედ, კორონავირუსის შეჩერების შემდეგ გაირკვევა რეალურად, ვინ რა ზარალი მიიღო.