კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია თვის ბოლოს განხორციელდება. როგორც კვიპროსში საქართველოს საელჩოში განმარტავენ, კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით, სპეცრეისი 21 ივლისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია და ის თვის ბოლოს განხორციელდება.

“გაცნობებთ, რომ 21 ივლისისთვის ჩანიშნული სპეც-რეისი (კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით) გადაიდო და შესრულდება მიმდინარე თვის ბოლოს.
დაზუსტებულ ინფორმაციას რეისის თარიღის, დროის და სხვა დეტალების შესახებ, გაცნობებთ დამატებით”, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.