თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იმ სპეცრეისების განრიგს აქვეყნებს, რომელიც 10 აპრილამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება. კომპანიის ინფორმაციით, ფრენების განრიგი მოიცავს 25 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ არსებული განრიგი საათობრივად იცვლება, მგზავრებმა საკუთარი რეისის შესახებ ინფორმაციას თვალი ადევნონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ვებ გვერდზე: www.tbilisiairport.com.
როგორც ცნობილია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან, საქართველოს აეროპორტები რეგულარული რეისებისთვის დახურულია.
არსებული გრაფიკი კი ასე გამოიყურება: