თურქული ავიაკომპანია Southwind-ი, რომელიც რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთსა და რუსეთს შორის ტურისტების ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა, ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც განახორციელებს.
დაჯავშნის სისტემაში უკვე ჩანს Southwind-ის ჩარტერული რეისები, რომელიც 21 და 28 აგვისტოს შესრულდება და მგზავრებს ანტალისა და თბილისს შორის მომესახურება.
თურქული ავიაკომპანია Southwind Airlines-ი, რომელმასც ფრენები რუსეთის მიმართულებით 13 აგვისტოდან დაიწყო PEGAS Touristik-ის ბაზაზეა შექმნილი.
Southwind Airlines-ი ანტალიის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და ამ დროისათვის მისი ავიაფლოტი ორ ერთეულ Airbus A321-200 და ორ ერთეულ Airbus A330-300-ს აერთიანებს.