მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Southwest Airlines 2025 წლის 24 ოქტომბრიდან ყველა რეისზე უფასო Wi-Fi-ს შესთავაზებს მგზავრებს. ამჟამად ინტერნეტის ფასი $8-ს შეადგენს თითო ფრენაზე.
უახლესი ცვლილება შეეხება 800 თვითმფრინავს, რაც Southwest-ს აქცევს ყველაზე დიდ ამერიკულ გადამზიდავად, რომელიც უფასო ინტერნეტს სთავაზობს მგზავრებს მთელ ფლოტზე.
მომსახურება შეზღუდვების გარეშე იმუშავებს — მომხმარებლებს შეეძლებათ ინტერნეტით სარგებლობა როგორც ტექსტური შეტყობინებებისთვის, ისე ვიდეოს ყურებისთვის, ვებ-სერფინგისთვის ან დისტანციური მუშაობისთვის.
პროექტს ტექნიკურად მხარს უჭერს მობილური ოპერატორი T-Mobile. ინტერნეტით სარგებლობისთვის აუცილებელია მგზავრი იყოს Rapid Rewards-ის წევრი — Southwest-ის ერთგულების პროგრამის. რეგისტრაცია შესაძლებელია უფასოდ გაფრენამდე ან თვითმფრინავში, ბორტის Wi-Fi ქსელის საშუალებით.
ავიაკომპანია მგზავრებს ასევე აფრთხილებს, რომ ყველა თვითმფრინავში არ არის USB-დამტენიპორტი, ამიტომ მგზავრებს ურჩევენ გადმოფრენამდე სრულად დამუხტონ მოწყობილობები.

Southwest Airlines-ის ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ცდილობენ დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავები მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას დამატებითი ხარჯის გარეშე.