ფრენის დროს მგზავრი ბორტგამყოლს თავს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა. The Independent-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Southwest Airlines-ის ბორტზე, რომელიც საკრამენტოდან სან-დიეგოს მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ერთ-ერთმა მგზავრმა არაერთხელ გაუკეთა იგნორირება ბორტგამცილებლის მითითებებს და ეკიპაჟის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით კი მგზავრი თავს დაესხა ბორტგამყოლს, ორი კბილი ჩაუმსხვრია და სახეზე სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
თვითმფრინავის დაშვებისთანავე მგზავრი აეროპორტში დააკავეს.
საგულისხმოა, რომ აშშ-ში წლის განმავლობაში 150-მდე მსგავსი ინციდენტი ფიქსირდებოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ქვეყნის ავიაციის მარეგულირებელმა ურჩ მგზავრებთან დაკავშირებული შემთხვევების ზრდაზე განაცხადა – 2021 წლის თებერვლიდან დაახლოებით 1300 შემთხვევა დაფიქსირდა.