ბოლო პერიოდში ავიაკომპანიები მგზავრების მოთხოვნებს დიდ ყურადღებას აქცევენ. გაზრდილი კონკურენციის ფონზე, მგზავრის არჩევანი პატარა დეტალმაც კი შესაძლოა განსაზღვროს.
მაგალითად, ჯერ კიდევ 2016 წლიდან ავიაკომპანიებმა Delta-მ და American Airlines-მა მგზავრებს შესაძლებლობა მისცეს, რომ ფილმებს უფასოდ უყურონ. თუმცა სექტორის ბევრ წარმომადგენელს აღნიშნული სერვისი დღემდე არ აქვთ დანერგილი, ან ამისათვის გარკვეულ თანხას იღებენ.
მათ შორის იყო ავიაკომპანია Southwest Airlines-ი, რომელიც მგზავრებს 5 დოლარის სანაცვლოდ ბორტზე ფილმების ნახვის შესაძლებლობა აძლევდა.
თუმცა ავიაკომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ეს სერვისი ამიერიდან უფასო გახდა.