2019 წლის ბოლომდე სოჭს, ბათუმსა და ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლა დაიწყება. პროექტი შემუშავებულია ევროპული კომპანია Atlantic Duty-ის მიერ “სოჭის საზღვაო სავაჭრო პორტთან” თანამშრომლობით და საკურორტო ქალაქის მთავრობის მხარდაჭერით.
interfax-ის ინფორმაციით, კომპანია Atlantic Duty Free 2019 წლის ბოლომდე სოჭი-ბათუმი-ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლის დაწყებას განიხილავს. ბორანი 500-მეე მგზავრზე და 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი. რეისები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. რეისების მომსახურეობისთვის და სერვისის გაყიდვისთვის კომპანია სამივე ქალაქში ოფისების გახსნას გეგმავს.