საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 მასშტაბური სტენდითაა წარდგენილი. ახლო ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 30-ზე მეტი ქართულ ტურისტულ კომპანიასა და სასტუმროსთან ერთად მონაწილეობს.

გამოფენის მონაწილე კომპანია „ტურ ლიდერი“ ისრაელის ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს. კომპანიის წარმომადგენელი სოსო ზუხბაია, აღნიშნავს, რომ „კომპანიისთვის ისრაელი ერთ-ერთი მთავარი ბაზარია და იგრძნობა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართულებით“. მისი თქმით, მრავალწლიანი თანამშრომლობა ამ ფორმატის გამოფენებთან ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტია.

სოსო ზუხბაიას განმარტებით, IMTM 2026-ის ფარგლებში გამართული შეხვედრები ცხადყოფს, რომ ისრაელის ბაზარზე საქართველოს მიმართ მრავალმხრივი ინტერესი არსებობს. მისი თქმით, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის ტურისტული პაკეტებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურულ და ღვინის ტურებს, რაც საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე მზარდ მოთხოვნას ადასტურებს.

„ისრაელი ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია და საკმაოდ იგრძნობა ინტერესი საქართველოს მიმართულებით…დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ტურ-პაკეტებით, როგორც ზამთრის სეზონის, ასევე ზაფხულის სეზონის, კულტურული ტურებით, ღვინის ტურებით და ა.შ… დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი წამოვა საქართველოს მიმართულებით“ – აღნიშნავს სოსო ზუხბაია.

IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციაა წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის კურორტებსა და ტურისტულად საინტერესო ადგილებს, ასევე დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოზიციონირებას.