პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „მწერლები“ ოფიციალურად გაიხსნა.
20 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ქვეიშხეთში მდებარეობს, ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.
სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 30 ადამიანი, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.