შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე გამოცხადა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე.
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.