საქართველოს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის პროცედურებს ამარტივებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის მოქალაქეებს.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში 1-ელი მარტიდან შედის. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასაზღვრო რეგულაციები რამდენიმე ქვეყანასთან (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა) უკვე შემსუბუქებული ქონდა.

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

საქართველოს მოქალაქეებისათვის

  1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

უცხოელებისათვის

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვთ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბაჰრეინის სამეფო
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი
  • უკრაინა
  • რუსეთი
  • ყაზახეთი
  • ბელორუსი.

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.