პოკემონები იაპონიაში ბრუნდებიან. იაპონურმა ავიაკომპანია Solaseed Air-მა საჰაერო ხომალდის ახალი შეფერილობა წარადგინა, რომელიც მთლიანად მედია-ფრენჩაიზის Pokémon-ის გმირებს ეძღვნება. Boeing 737-800-ს, საბორტე ნომრით JA812X, სპეციალური სტიკერი გადააკრეს, რომელზედაც პოკემონის ერთ-ერთი პერსონაჟი Exeggutor-ია გამოსახული.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს იაპონიის ტურიზმის საბჭოს და პოკემონის თანამშრომლობის ნაწილს. Solaseed Air-ს პერსონაჟის გამოყენების უფლება 18 თვის განმავლობაში აქვს.
პოკემონი ეს არის მედია-ფრენჩაიზი, რომელსაც ფლობს და მართავს იაპონური კონსორციუმი The Pokémon Company, რომელშიც შედიან Nintendo, Game Freak და Creatures. საავტორო უფლებებს ამ ფრენჩაიზზე ფლობს სამივე კომპანია, თუმცა სავაჭრო ნიშნის მფლობელი მხოლოდ Nintendo-ა. პოკემონი 1995 წელს სატოში საძირიმ გამოიგონა. სერიის პერსონაჟები არიან „პოკემონები“, გამოგონილი არსებები, რომლებსაც მართავენ ადამიანები, ერთმანეთთან საბრძოლველად.
აღსანიშნავია,რომ იაპონიის თითოეულ რეგიონს პოკემონის განსხვავებული ხასიათი აქვს მინიჭებული. Solaseed, რომელიც დაფუძნებულია კიუშუს კუნძულზე, წარმოდგენილია Exeggutor-ით.
იაპონურ ავიაკომპანიებს პოკემონები 2016 წლის მერე აღარ გამოიყენებიათ და როგორც ჩანს ეხლა მათი დაბრუნების ხანა იწყება.