9 ივლისიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე შესვლის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. როგორც სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, COVID-19-ის “დელტა” ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, 9 ივლისიდან, ამოქმედდა სლოვაკეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთის ახალი წესები. ქვეყნები, საიდანაც შესაძლებელია სლოვაკეთის რესპუბლიკაში შემოსვლა, აღარ იყოფა რისკების მიხედვით. განსხვავება იქნება ვაქცინირებულია თუ არა პირი, რომელიც შედის სლოვაკეთის ტერიტორიაზე. ყველა სასაზღვრო პუნქტი იქნება ღია.
• სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტრო და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო მწვანე, წითელი და შავი ზონის მიხედვით ქვეყნების დაყოფის ნაცვლად მოამზადებენ მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც რეკომენდირებული არ იქნება გამგზავრება. ეს სია მოიცავს იმავე ქვეყნებს, რომლებიც შედიან შავ ზონაში, ან ”no go” სახელმწიფოებს. აღნიშნული ქვეყნების სია განახლდება ყოველკვირეულად.
• სლოვაკეთის საზღვრის კვეთის წესები რეგულირდება სლოვაკეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ახალი განკარგულებით სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესული პირების საკარანტინო ვალდებულებების შესახებ, რომელიც ძალაშია 2021 წლის 9 ივლისიდან, კერძოდ:
• პოლიცია, შეიარაღებული ძალებისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლების დახმარებით განახორციელებს მუდმივ შემოწმებას I და II კატეგორიის ყველა სასაზღვრო გადასასვლელზე. ასევე III კატეგორიის, მცირე გადასასვლელებზე და განხორციელდება საკარანტინო ვალდებულებების შესრულების რეგულარული კონტროლი.
• მოქალაქეებს მოეთხოვებათ სხვა საბუთებთან ერთად, ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატის ან სხვა დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კოვიდ დაავადებისგან გამოჯანმრთელებას ან ტესტის ნეგატიურ შედეგს.
• საზღვრებზე ყურადღება გამახვილებული იქნება შემოსვლამდე ონლაინ ფორმის შევსების ვალდებულებაზე. ყველა ქვეყნის მოქალაქე (ვაქცინირებული მოქალაქეების ჩათვლით), რომელიც შემოდის სლოვაკეთის ტერიტორიაზე საჰაერო და/ან სახმელეთო გზით, წინასწარ ონლაინ უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: http://korona.gov.sk/ehranica
• რეგისტრაცია სავალდებულოა სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე.
• რეგისტრაცია არ ეხება პირებს, ვინც:
ვაქცინირებული სრულად და რომლის პირველი რეგისტრაცია ძალაშია მომდევნო 6 თვის განმავლობაში;
პირები ნებისმიერი ვაქცინის პირველი დოზით ვაქცინაციის შემდეგ – ეს პირები ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას 9 აგვისტოსთვის;
12-დან 18 წლამდე პირები, რომელთათვის პირველი რეგისტრაცია მოქმედებს 9 აგვისტომდე;
პირები, რომლებიც შემოდიან დიაგნოზის ან მკურნალობის მიზნით, რომელთათვისაც პირველი რეგისტრაცია მოქმედებს 1 კვირის განმავლობაში.
• ერთჯერადი რეგისტრაცია საკმარისია 1 სექტემბრამდე:
პირები, რომლებსაც აქვთ მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი სლოვაკეთში და სამუშაო ადგილი მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში ან ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტეინში ან შვეიცარიაში, რომლებიც მხოლოდ ამ ქვეყნებში სამუშაოდ იმყოფებოდნენ ბოლო 14 დღის განმავლობაში;
გააჩნიათ მუდმივი ცხოვრების უფლება სლოვაკეთში ან ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტეინში და შვეიცარიაში ქვეყნებში, ხოლო უკრაინის შემთხვევაში, გახსნილი სასაზღვრო პუნქტიდან 100 კმ-ზე, სამუშაო ადგილის არსებობისა და მხოლოდ სამუშაოსთვის შემოსვლის შემთხვევაში;
სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ მეზობელი სახელმწიფოების სასაზღვრო რაიონებში 100 კმ-ის რადიუსში ღია სასაზღვრო პუნქტიდან.
• გამონაკლისი იმ პირებზე, ვისაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ:
12 წლამდე ასაკის ბავშვები;
პირები, რომლებიც ტრანზიტს ახორციელებენ სლოვაკეთის ტერიტორიაზე;
სატვირთო ეკიპაჟი, ავტობუსის, საჰაერო ხომალდის, გემის ეკიპაჟის წევრები, მატარებლის მძღოლი, მატარებლის ეკიპაჟი წევრები და რკინიგზის ოპერატორი;
სამედიცინო მომსახურების მძღოლები და ეკიპაჟები პაციენტის ტრანსპორტირებისთვის ან ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ორგანოების, სისხლის და სისხლის შემცვლელების ტრანსპორტირების მიზნით;
დაკრძალვის ცერემონიის პერსონალი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ნეშტის საერთაშორისო გადაზიდვას დაკრძალვისთვის ან კრემაციისთვის.
• კარანტინი და გამონაკლისები:
ყველა არავაქცინირებული პირი, რომელიც 2021 წლის 9 ივლისის 06:00 საათიდან შემოვა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ვალდებულია გადავიდეს კარანტინში, რომელიც დასრულდება მე-14 დღეს ტესტირების გარეშე;
კარანტინის დასრულება შესაძლებელია უარყოფითი RT-PCR ტესტით, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ყველაზე ადრე კარანტინის მე-5 დღეს;
12 წლამდე ასაკის ბავშვებს არ სჭირდებათ ტესტირება, მათი კარანტინის ვადა სრულდება ოჯახის წევრების კარანტინის ვადის დასრულებასთან ერთად;
საკარანტინო წესები ასევე ვრცელდება ერთი ოჯახის იმ წევრებზეც, რომლებიც არ მოგზაურობდნენ სხვა ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა ცხოვრობენ მათთან ერთად. მათი საკარანტინო ვადაც სრულდება ოჯახის დანარჩენი წევრების კარანტინის დასრულებისთანავე.
• კარანტინი არ ესაჭიროებათ:
სრულად ვაქცინირებულ პირებს;
12-დან 18 წლამდე ასაკის პირებს, თუ მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებიდან არავის აქვს სავალდებულო კარანტინი – ეს წესი მოქმედებს 9 აგვისტომდე;
პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარების გამო არ შეუძლიათ ვაქცინაცია; მათ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავდროულად მათ უნდა ჰქონდეთ უარყოფითი RT-PCR ტესტის შედეგი არა უმეტეს 72 საათისა;
სლოვაკეთის რესპუბლიკის არავაქცინირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობა მეზობელი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ღია სასაზღვრო პუნქტიდან 100 კმ-ის მანძილზე. მათ უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 7 დღის უარყოფითი RT-PCR ტესტის შედეგი;
არავაქცინირებულ პირებს, რომლებიც შედიან გამონაკლისში, კერძოდ, საჰაერომ ხომალდის ეკიპაჟის წევრები, მატარებლების და სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, დაკრძალვის ცერემონიის პერსონალი და სხვები, რომელთაც მოეთხოვებათ COVID-19–ის ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურების წარმოდგენა. ამ პირებს ასევე მოეთხოვებათ ელექტრონული რეგისტრაცია გაიარონ საზღვარზე.
• სრულად ვაქცინირებული პირის განმარტება:
პირი, რომელსაც აქვს ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული და გასულია მეორე დოზის გაკეთებიდან არანაკლებ 14 დღე და არა უმეტეს 12 თვე;
პირი, რომლის ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან გასულია არანაკლებ 21 დღე და არა უმეტეს 12 თვე;
პირი, რომლის ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან გასულია არანაკლებ 14 დღე და არა უმეტეს 12 თვე, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა გაკეთებულია COVID-19-ის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში;
პირი COVID-19 ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან ერთჯერადი ან ორჯერადი დოზის სქემით (მომენტალურად პირველი დოზის შემდეგ) – ეს წესი მოქმედებს დროებით 9 აგვისტომდე.
• სლოვაკეთში ევროკავშირის COVID სერტიფიკატის ან ვაქცინაციის მოწმობის გარდა, ვაქცინაციის დადასტურება შესაძლებელია სხვა ქვეყნების მიერ გაცემული COVID სერტიფიკატებით. აუცილებელია პირობაა, რომ ეს აღნიშნული დოკუმენტი უნდა იყოს სლოვაკურ, ჩეხურ ან ინგლისურ ენებზე.
• საკარანტინო გამონაკლისების სხვა შემთხვევები:
სლოვაკეთის რესპუბლიკაში შემოსვლა გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის (მაგ. სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციები, ევროპარლამენტის წევრები ან საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები) და ზოგიერთ სიტუაციაში წარმოიშვა ვალდებულება წარმოადგინონ არა უმეტეს 72 საათის უარყოფითი RT-PCR ტესტის შედეგი;
ახალი საკარანტინო ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ არავაქცინირებულ პირებზე, რომლებიც მოკლე ვადიანი ვიზიტით შემოდიან სლოვაკეთში ან ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, ქორწინების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, მექორწინეთა ახლო პირების ჩათვლით. ამასთან, ახლობელი პირის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით მოკლევადიანი შემოსვლის გამონაკლისი შენარჩუნდება, თუ არა ვაქცინირებული ადამიანი წარმოადგენს არა უმეტეს 72 საათის უარყოფით RT-PCR ტესტის შედეგს.
• რეჟიმი იმ არავაქცინირებული პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან საზღვარზე სამუშაო მიზნებისთვის – მოქმედებს 2021 წლის 1 სექტემბრამდე.
• აღნიშნული პირები არ ექვემდებარებიან კარანტინს, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ბოლო 14 დღის განმავლობაში ისინი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტეინში, შვეიცარიაში ან უკრაინაში იმყოფებოდნენ და ამავე დროს გააჩნიათ მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი სლოვაკეთში და სამუშაო ადგილი ევროკავშირის ქვეყნებში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტეინში, შვეიცარიაში ან უკრაინაში, ან გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ევროკავშირის ქვეყნებში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტეინში ან შვეიცარიაში, ხოლო უკრაინის შემთხვევაში, ცხოვრობენ 100 კმ-ის მანძილზე ღია სასაზღვრო პუნქტიდან და მათი სამუშაო ადგილი არის სლოვაკეთის რესპუბლიკაში;
გააჩნიათ დამსაქმებლისგან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ და არა უმეტეს 7 დღის RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგი;
სლოვაკეთში მცხოვრები 12 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეები, რომლებიც მეზობელი ქვეყნების საბავშვო ბაღში, დაწყებით, საშუალო ან უმაღლეს განათლებაში სწავლობენ (ან, პირიქით, ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და სწავლობენ სლოვაკეთის სასწავლებლებში), არ ექვემდებარებიან კარანტინს, თუ მათ აქვთ შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ცნობა და ამავე დროს მათ აქვთ არა უმეტეს 7 დღის უარყოფითი RT-PCR ან ანტიგენის ტესტის შედეგი;
აღნიშნული პირობები ვრცელდება მოსწავლის ერთ თანმხლებ პირზე, რომელსაც უარყოფითი ტესტის გარდა, უნდა გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტი თანმხლები პირის სტატუსის დასადასტურებლად. მოსწავლეებმა უნდა გადაკვეთონ საზღვრები ზემოაღნიშნული რეჟიმით სწავლის სრული განაკვეთის მიმდინარეობის პერიოდში გამო. აღნიშნული რეჟიმი არ ვრცელდება სწავლის შეწყვეტის პერიოდში, მაგალითად, ზაფხულის არდადეგების დროს.
• ტრანზიტი სლოვაკეთის ტერიტორიის გავლით
სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩერების, გარდა საწვავის შევსებისა;
ტრანზიტით გავლის დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს;
ტრანზიტისთვის არ არის საჭირო წინასწარ დარეგისტრირება.
2021 წლის 9 ივლისიდან, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ორი დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს, რომლებიც სლოვაკეთის აეროპორტებში ჩამოფრინდებიან, არ ესაჭიროებათ დამატებით PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ქონა.
ეს წესი გამოიყენება მხოლოდ სლოვაკეთის აეროპორტებში ჩამოფრენისას და არ ვრცელდება ვენის, ბუდაპეშტის და/ან სხვა მეზობელი ქვეყნების აეროპორტებში ჩაფრენისას.
სლოვაკეთში ავტორიზებულია შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNtech; Moderna; AstraZeneca; Johnson&Johnson; Sputnik-V.
ამასთან, 9 ივლისიდან ყველა ქვეყნის მოქალაქე (ვაქცინირებული მოქალაქეების ჩათვლით), რომელიც შემოდის სლოვაკეთის ტერიტორიაზე საჰაერო და/ან სახმელეთო გზით, უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: http://korona.gov.sk/ehranica
ბრატისლავას აეროპორტმა მობილური ტესტირების დამატებითი პუნქტი გახსნა. მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ანტიგენის ან PCR-ის ტესტი გამგზავრებამდე ან ჩამოსვლის შემდეგ. ტესტის შედეგი გაიცემა როგორც ინგლისურ, ასევე სლოვაკურ ენებზე.
ტესტირების პუნქტი ღია იქნება ყოველდღე 7:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენება 12:00 საათიდან 13:30 საათამდე. ტესტირების დაჯავშნა შესაძლებელი იქნება უშუალოდ ადგილზე.
PCR ტესტის შედეგების მიღება შესაძლებელია 6-დან 24 საათში, ხოლო ანტიგენის ტესტის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 30 წუთში.