მალე ახალი უკრაინული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით, რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაციას დაიწყებს. კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნულის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ SkyUp-ს ამ დროისათვის უწყებაში რეგულარული რეისების განსახორციელებლად შესაბამისი განაცხადი არ შემოუტანია. „სააგენტოს მიერ “SkyUp”-ზე გაიცა ჩარტერული ფრენების ნებართვა. რეისები კიევი-ბათუმის მიმართულებით შესრულდა 10, 17 და 19 ივნისს”, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
შეგახსენებთ,რომ უკრაინულმა მედიამ ავიაკომპანია SkyUp-ის მფლობელზე იური ალბაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია მალე ბათუმის, ლარნაკასა და ბარსელონას მიმართულებებზე ავიაბილეთების რეალიზაციას დაიწყებს. ა
რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა SkyUp-მა უკრაინის საავიაციო ხელისუფლებისგან 30 მაისის სხდომაზე მიიღო.
როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, აღნიშნულ მიმართულებებზე ავიაბილეთის ფასის ფორმირება მოხდება „ლოუკოსტერ“ მოდელით. ერთი გზის მინიმალური ტარიფი 499 გრივნადან იქნება.