ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUP კიევი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ზამთრის სეზონზე ავიკომპანია რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 737-800/737-700 ტიპის ავიახომალდებით განახორციელებს.
ახლადშექმნილი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp კიევის ჟულიანის აეროპორტშია ბაზირებული და ფრენებს ამ დროისათვის 12 მიმართულებით ახორციელებს.