უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-მა, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებს როგორც „ლოუკოსტერი“ ნოემბრის ბოლომდე 3 ერთეული Boeing-ის დამატების შესახებ განაცხადა.

საუბარია ორი ერთეულ Boeing 737-700-ზე და 1 ერთეულ Boeing 737-800-ზე.

უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეესტრში უკვე რეგისტრირებულია Boeing 737-700 საბორტო ნომრით UR-SQD.

თვითმფრინავი 2002 წელსაა გამოშვებული და ადრე მის ექსპლუატირებას კორეული „ლოუკოსტერი“ Eastar Jet-ი ახდენდა. უკრაინული სარეგისტრაციო მოწმობა ბორტზე 1-ელ ნოემბერსაა გაცემული.

რაც შეეხება მეორე Boeing 737-700-ს, ის 2003 წელსაა გამოშვებული, მისი წინა მფლობელი ჩინური Xiamen Airlines-ი იყო.

SkyUp-ი მალე მესამე თვითმფრინავის მიღებასაც ელის, საუბარია 2013 წელს გამოშვებულ Boeing 737-800-ზე, რომელიც ამ დროისათვის ავიაკომპანია Malaysia Airlines-ზეა რეგისტრირებული.

დღეისათვის SkyUp-ის ფლოტი 2 ერთეულ Boeing 737-800-ს აერთიანებს, რომელიც 2013 წელსაა გამოშვებული.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრიდან SkyUp-ი კიევიდან ავიარეისების განხორციელებას იწყებს თბილისის, ბარსელონას, სოფიასა და პოპრადის მიმართულებით და აღნიშნულ მიმართულებებზე ავიაკომპანიებს ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებული აქვს.