ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ევროპაში რეგულარული რეისების ქსელის განვითარების მიზნით,4 ერთეულ ახალი თაობის Airbus A321neo-ს გრძელვადიანი იჯარით აიღებს, – ამის შესახებ avianews.com-ს უკრაინული ავიაკომპანიის პრესსამსახურში განუცხადა.

ამჟამად, SkyUp-ის ფლოტის ბირთვს ამერიკული Boeing 737-700 და Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავები შეადგენს, რომლებიც შესაბამისად 149 და 189 მგზავრის გადასაყვანად არის გათვლილი.

ევროპულ Airbus A321neo-ს უფრო მეტი ტევადობა აქვს. უკრაინული ავიაკომპანიის მიერ შერჩეულ თვითმფრინავს 214 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

პირველი სამი Airbus A321neo-ს მეშვეობით SkyUp რეისებს 2025 წლის მაისში დაიწყებს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი უკრაინული ავიაკომპანიის სახელით მგზავრების გადაყვანას 2025 წლის ივლისში შეუდგება.

სალიზინგო კომპანიამ თვითმფრინავები ისლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია PLAY-ის ფლოტიდან წამოიყვანა. ის თვითმფრინავს სველი იჯარის საფუძველზე უზრუნველყოფს. ამ ტიპის იჯარის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ თვითმფრინავს PLAY-ის პილოტები მართავდნენ. ისლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ასევე იღებს თავის თავზე თვითმფრინავების მოვლა-პატრონობას. მგზავრებს SkyUp-ის ბორტგამცილებლები მოემსახურებიან.

იჯარის ვადა ორ წელზე მეტი იქნება – 2025 წლის მაისიდან 2027 წლის ოქტომბრამდე. ასეთი ხანგრძლივი იჯარის ვადის გათვალისწინებით, უკრაინულმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა თანხა Airbus A321neo-ს ნარინჯისფერ ლივრეაში გადაღებვაზე დაეხარჯა.

SkyUp ამჟამად ევროპულ ბაზარზე უკრაინული და მალტური სერტიფიკატებით ოპერირებს. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თავისი მალტური შვილობილი კომპანიის, SkyUp MT-ის სახელით იწყებს. ეს ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ევროკავშირის ღია საავიაციო ბაზარზე ოპერირების ყველა უპირატესობით.

აპრილში, SkyUp-მა კიშინიოვიდან რეგულარული რეისები დაიწყო და მოლდოვას დედაქალაქიდან მასშტაბური ფრენების პროგრამა დააანონსა. ავიაკომპანია კიშინიოვიდან 13 მიმართულებით უკვე ყიდის ბილეთებს.