უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაბილეთების გაყიდვები დაიწყო. კომპანიის გეგმაში უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებაც შედის. კიევი-თბილისი-კიევის და კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას 25 ოქტომბრიდან გეგმავს, თუმცა ყველაფერი COVID-19 გავრცელების სტატისტიკაზე და ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებულია.

ავიაკომპანია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინის დიდი ქალაქებიდან საქარველოს ყველა იმ ქალაქში აპირებდა ფრენების განხორციელებას, სადაც საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს, თუმცა გეგმების შესრულებას ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა. 

SkyUp Airlines-თვის საქართველო ყოველთვის მთავარ მიმართულებად სახელდებოდა, ავიაკომპანია დღეს ამ მიმართულებაზე ვერ ოპერირებს და მიზეზი საქარველოს მთავრობის მიერ რეგულარული ფრენების “გახსნის” მრავალჯერადი გადავადებაა. თავად უკრაინამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაშვება 1-ელი ივლისიდან მოახდინა. 

მაშ ასე, SkyUp Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო პერიოდში თბილისი-კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში სამი სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას გეგმავს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთები ხელმისაწვდომია 942 გრივნადან. რაც შეეხება კივი-ბათუმი-კიევის მიმართულებას SkyUp Airlines-ი რეგულარულ ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განიხილავს ავიაბილეთის ფასი კი (ერთი გზა) 995 გრივნადანაა ხელმისაწვდომი. 

მგზავრებს უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით და პირიქით, ბილეთების შეძენა თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ თარიღში მგზავრობას შეძლებენ. მიზეზი კი ისევ COVID-19-ია და მის გავრცელების დონეზე წინასწარ საუბარი ძნელია, მით უფრო, რომ შემოდგომიდან COVID-19-ის მერე ტალღაც აანონსდება. 

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ეპიდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: ერთი ქართული (Georgian Airways) და 3 უკრაინული (SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines).