უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საკუთარი ფლოტიდან უკვე მეორე თვითმფრინავი გადაიყვანა SkyUp MT-ის ოპერირებაში, რომელიც რეგისტრირებულია მალტაში.
Malta Aviation Outlook-ის თანახმად, ავიაკომპანიამ Boeing 737-800 რეგისტრაცია უკვე შეცვალა. აღნიშნულ ბორტს თავდაპირველად ჰქონდა უკრაინული სარეგისტრაციო ნომერი UR-SQQ და ახლა დარეგისტრირდა როგორც 9H-SAT მალტაში.
ამ ტრანზაქციის შემდეგ, SkyUp MT-ის ფლოტი შედგება ორი Boeing 737-800 თვითმფრინავისაგან, რომელთა სარეგისტრაციო ნომერია: 9H-SAU და 9H-SAT. ორივე თვითმფრინავი ადრე უკრაინის SkyUp Airlines-ის ფლოტში ირიცხებოდა.
როგორც ცნობილია SkyUp Airlines-მა SkyUp MT 2023 წლის მაისში დააფუძნა. ევროკავშირში სერტიფიკატის ქონა ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს ისარგებლოს ევროკავშირის თავისუფალი ბაზრის ყველა უპირატესობით უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უკრაინის ცის დაკეტვის ფონზე.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მალტის SkyUp MT-ის ფლოტი შეივსებოდა ერთი თვითმფრინავით უკრაინიდან, ხოლო დანარჩენი თვითმფრინავების მიწოდება ახალი ხელშეკრულებებით მოხდებოდა. თუმცა, უკრაინიდან მალტაში მეორე თვითმფრინავის გადაყვანა აჩვენებს, რომ ავიაკომპანიამ ეს გეგმა შეცვალა.
ამჟამად უკრაინულ SkyUp Airlines-ის ფლოტში რვა თვითმფრინავია დარჩენილი: ორი Boeing 737-700 და ექვსი Boeing 737-800. ავიაკომპანია იჯარით აძლევს თავის ფლოტს და ეკიპაჟებს სხვა ავიაკომპანიებს ან ასრულებს ტუროპერატორების შეკვეთებს ევროპის კურორტებზე ტურისტების ტრანსპორტირების მიზნით.