უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა განაცხადა, რომ სუდანიდან ეგვიპტეში ყველა თანამშრომლის ევაკუაცია მოახდინა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატი, უკრაინის საპატიო საკონსულო სუდანში და უკრაინის საელჩო ეგვიპტეში დაეხმარნენ ავიაკომპანიას უკრაინელი ავიატორების ევაკუაციაში.
„ეს იყო მრავალეტაპიანი ოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ავიაკომპანიის კრიზისული ცენტრი და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ახლა ყველა თანამშრომელი ისვენებს და მალე დაბრუნდებიან სახლში“, – აღნიშნა SkyUp Airlines-მა.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სუდანში სწრაფი რეაგირების ძალებმა ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლის მიზნით რეგულარულ არმიასთან დაპირისპირება დაიწყეს.
სუდანის სპეცრაზმმა აიღეს დედაქალაქის აეროპორტი ხარტუმში, რის შემდეგაც რამდენიმე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
საომარი მოქმედებების დაწყების დროს ხარტუმში SkyUp Airlines-ის თვითმფრინავი და 36 თანამშრომელი იმყოფებოდა. უკრაინული ავიაკომპანია თავის ორ Boeing 737-800-ს იჯარით აძლევდა ადგილობრივ ავიაკომპანია Sun Air-ს.
„ამ დროისთვის Sun Air-თან თანამშრომლობა შეწყვეტილია“, განაცხადა SkyUp Airlines-მა.