უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს კიევი-სტამბოლი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირების ნებართვა მისცა.
აღნიშნულ მიმართულებაზე SkyUp Airlines-ს რეგულარულ ავიამიმოვლის დაწყება 1-ელი მაისიდან, კვირაში 3 სიხშირით შეუძლია.
SkyUp Airlines-სთვის სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლების მინიჭება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავიაბაზარს Atlasjet Ukraine გამოეთიშა. ავიაკომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო ოპერირება შეაჩერა და შესაბამისად გარკვეული სიხშირეებიც გამონთავისუფლდა.
აღნიშნული სიხშირეების მიღებაზე SkyUp Airlines-ის გარდა პრეტენზიას Azur Air Ukraine-ც აცხადებდა.
თურქეთ-უკრაინას შორის კიევი-სტამბოლის მიმართულებაზე სიხშირეების კვოტა ამ დროისათვს 24 რეისს შეადგენს. თურქულ მხარის მიერ ყველა კუთვნილი სიხშირე მხოლოდ Turkish Airlines-ის მიერაა ათვისებული.