უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა დიდი ბრიტანეთის საავიაციო ორგანოსგან TCO (მესამე ქვეყნის ოპერატორი) ავტორიზაცია მიიღო. დოკუმენტი ადასტურებს გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნებთან შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების საკითხებში და ავიაკომპანიას უფლებას აძლევს ამ ქვეყანაში ფრენები განახორციელოს
როგორც SkyUp Airlines-ში აცხადებენ, ბრიტანული TCO ავტორიზაციის მოპოვების აუცილებლობა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლას უკავშირდება. მიღებულ დოკუმენტს არ აქვს მოქმედების ვადა, მაგრამ ის უნდა დადასტურდეს ყოველ 24 თვეში ერთხელ.
შესაბამისად, SkyUp Airlines-ის თვითმფრინავს უკვე შეუძლია ბრიტანეთში ფრენა დამატებითი ნებართვის გარეშე. მანამდე უკრაინულმა ავიაგადამზიდავმა მიიღო დადასტურება შვეიცარიის საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო SkyUp Airlines-ი თავის თვითმფრინავებს უცხოურ ავიაკომპანიებზე იჯარით გასცემს და ევროკავშირში საკუთარი ახალი ავიაკომპანიის შექმნაზე მუშაობას აგრძელებს. ეს იქნება ცალკე, დამოუკიდებელი ავიაკომპანია საკუთარი პერსონალით, ცალკე თვითმფრინავით, საკუთარი ოპერატორის სერტიფიკატით.