უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ბორისპოლის აეროპორტიდან თავისი ბოლო თვითმფრინავის ევაკუაცია 4 აპრილის საღამოს შეძლო.

SkyUp Airlines-ის პილოტებმა, რომლებიც Boeing 737-800-ს რეგისტრაციით UR-SQP მართავდნენ,  გადამცემი ცაში ჩერნივცის მახლობლად ჩართეს. ამის წყალობით თვითმფრინავი Flightradar24 ონლაინ რადარმა ჩაწერა.

თვითმფრინავის გადამცემმა გადასცა ინფორმაცია, რომ ის ბორისპოლის აეროპორტიდან რუმინეთის ქალაქ იასში მიფრინავდა. რუმინეთში თვითმფრინავი 20:06 საათზე დაეშვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისას  SkyUp Airlines-მა მოახერხა უკრაინიდან თითქმის ყველა თვითმფრინავის ევაკუაცია. ბორისპოლის აეროპორტში მხოლოდ ერთი თვითმფრინავი დარჩა – Boeing 737-800 რეგისტრაციით UR-SQP.

2022 წლის 24 თებერვლის ღამეს პილოტებმა ეს თვითმფრინავი ცაში ასწიეს და კიშინიოვისკენ გაემართნენ.

თუმცა, ბორისპილიდან აფრენის შემდეგ, კონტროლერებმა მფრინავებს უბრძანეს დაბრუნებულიყვნენ გაფრენის აეროპორტში. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ უკრაინის ცა უკვე ჩაკეტილი იყო სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის.