უკრაინული ავიაკომპანიის SkyUp Airlines-ი ბათუმი-ხარკოვის თითქმის 15 საათიანი დაგვიანებით შესრულების მიზეზს განმარტავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბათუმი ხარკოვის რეისი (PQ0424) ფრინველებთან შეჯახების გამო შეყოვნდა. როგორც ირკვევა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შემდეგ საჰარო ხომალდს ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა და შეკეთების შემდეგ თვითმფრინავს ფრენის განხორციელების ნებართვა მიეცა. რასაც ცხადია გარკვეული დრო დასჭირდა.
თუმცა ვიდრე SkyUp Airlines-ი ბათუმი-ხარკოვის რეისს შეასრულებდა მგზავრები რამდენიმე საათით სასტუმროში იქნენ მოთავსებულნი.
“ლოდინის დროს, მგზავრებმა, რომლებიც ბათუმიდან უნდა გაფრინდნენ, მიიღეს ცივი საკვები და წყალი. ასევე, მგზავრებს ავიაკომპანიის ხარჯზე ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება შესთავაზეს. თუმცა, მგზავრების ნაწილმა აეროპორტში დარჩენა გადაწყვიტა”- განმარტავენ ავიაკომპანიაში.