უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა.

SkyUp Airlines-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში ავიაკომპანიამ 1 920 რეისი შეასრულა, საიდანაც 1030 რეისი იყო ჩარტერული, 870 რეგულარული, ხოლო 20 რეისი ავიაკომპანიამ საკუთარი საჰაერო ხომალდის სხვა ქალაქში გადასაყვანად შეასრულა. რაც 501 რეისით მეტია ვიდრე ავიაკომპანიის წინა რეკორდი, რომელიც ავიაკომპანიამ 2021 წლის მაისში დააფიქსირა. მაისში SkyUp Airlines-მა 1 419 ფრენა განახორციელა.

2021 წლის ივნისში SkyUp Airlines-ი 294 147 მგზავრს მოემსახურა. წინა რეკორდი კი ავიაკომპანიამ 2020 წლის აგვისტოში დაამყარა, როდესაც ჯამში 211 886 მგზავრი სხვადასხვა მიმართულებებით გადაიყვანა.

2021 წლისს ივნისში SkyUp Airlines-ის ყველაზე პოპულარული ჩარტერული მიმართულებები იყო:
ანტალია, თურქეთი: 50 771 მგზავრი;
ტივატი, მონტენეგრო: 16 983 მგზავრი;
შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე: 15 445 მგზავრი;

2021 წლის ივნისში SkyUp Airlines-ის ყველაზე პოპულარული რეგულარული მიმართულებები იყო:
ბათუმი, საქართველო: 7 635 მგზავრი;
სტამბოლი, თურქეთი: 7,475 მგზავრი;
ტირანა, ალბანეთი: 6 215 მგზავრი;