უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ინფორმაციით, უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, 26-28 თებერვლის დაგეგმილი რეისებიც გაუქმდა.
კომპანიის განმარტებით, ამ დღეებში გაუქმებულ რეისებზე მგზავრებს ბილეთის ღირებულება მალევე SkyUp Airlines პირად ბალანსზე, ავტომატურად, დაერიცხებათ.
როდის შეგიძლიათ გამოიყენოთ სამგზავრო ბალანსზე არსებული თანხები?
მას შემდეგ, რაც ბალანსზე ბილეთის საფასური დაბრუნდება მისი გამოყენება მგზავრს შეეძლება ნებისმიერ დროს, როდესაც უკრაინაში სიტუაცია დასტაბილურდება და ავაკომპანია ბილეთების გაყიდვებს განაახლებს.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბალანსზე ამ თანხების შენარჩუნდება შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება SkyUp Airlines-ის ნებისმიერი რეისის ავიაბილეთის შესაძენად და მომსახურების საფასურის გადასახდელად.
მგზავრებს, რომელთაც დამატებითი კითხვები აქვთ და უფრო ამომწურავი ინფორმაციის მიღება სურთ, უნდა დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას მეილზე letstalk@skyup, მიწერონ SkyUp Airlines-ს facebook-ის და instagram გვერდებზე.