უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ავიაპარკში მორიგი მატებაა. ავიაკომპანიის ახალი, რიგით მე-13 საჰაერო ხომალდი, საბორტე ნომრით UR-SQO, უკვე ბორისპოლის აეროპორტშია.
საშუალომაგისტრალური Boeing 737-800NG 189 მგზავრზეა გავლილი და SkyUp Airlines-ის ავიაპარკში ამ ტიპის რიგით მეშვიდე თვითმფრინავია.
საჰაერო ხომალდი 2012 წელსაა გამოშვებული. თვითმფრინავმა უკრაინაში ჩასვლამდე ტექნიკური შემოწმება წარმატებით გაიარა, ის აღჭურვილი იყო Blended Winglets-ით.
აღნიშნული საჰაერო ხომალდით ადრე XL Airways-ი (დიდი ბრიტანეთი), Lion Air-ი (ინდონეზია), GECAS-ი (ირლანდია) და Jet Airways-ი (ინდოეთი) ოპერირებდნენ. .
აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ი წლის ბოლომდე ავიაფლოტს 14 თვითმფრინავამდე შეავსებს. საწყის ეტაპზე SkyUp Airlines-ში ფიქრობდნენ, რომ 2021 წელს 13 საჰაერო ხომალდით დაასრულებდა, თუმცა საზღვრების გახსნის და ფრენებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე ავიაკომპანიამ გეგმებს გადახედა და კიდევ უფრო მეტი გაფართოება დაგეგმა.
ცნობილი ხდება ასევე, რომ SkyUp Airlines-ი სველი ლიზინგით იღებს ასევე მოლდოვის ავიაკომპანია Flyone-ს Airbus A320-ს, რაც SkyUp Airlines-ის ავიაპარკში დროებითი თვითმფრინავი იქნება
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს SkyUp Airlines-მა ერთი ერთეული Boeing 737-900ER უკვე მიიღო, რომელიც 215 მგზავრზეა გათვლილი.
მაშ ასე, ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 2 ერთეულ 149-ადგილიან Boeing 737-700-ს, 7 ერთეულ 189-ადგილიან Boeing 737-800-ს და 4 ერთეულ 215-ადგილიან Boeing 737-900ER-ს აერთიანებს.