უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უახლოეს ხანებში კიდევ ერთ საჰაერო ხომალდს მიიღებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, SkyUp Airlines-ის ავიაპარკი მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ერთი თვითმფრინავით შეივსება და საერთო ჯამში ავიაკომპანიის პარკი 12 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს.
Boeing 737-900ER – ეს იქნება ყველაზე დიდი და გრძელი მოდელი SkyUp Airlines-ის ავიაპარკში, რომელიც 215 მგზავრზეა გათვლილი. საჰაერო ხომალდი SkyUp Airlines-ის ფერებში უკვე დაბრენდილია. თვითმფრინავი Split Scimitar-ის ფრთების გამო 2,2%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს
საავიაციო რეესტრის airfleets.net-ის მონაცემებით, თვითმფრინავის ქარხნული ნომერია 36539 და ის 2008 წელსაა გამოშვებული. აღნიშნული ხომალდით სარგებლობდნენ ისეთი ავიაკომპანიები როგორებიცაა XL Airways-ი, Lion Air-ი და ბოლოს Jet Airways-ი.
2019 წლიდან თვითმფრინავი გაჩერებულია, რადგანაც ბოლო მისი ექსპლუატანტი გაკოტრდა.
ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი აერთიანებს: 2 ერთეულ Boeing 737-700-ს, 6 ერთეულ Boeing 737-800-ს და 3 ერთეულ Boeing 737-900ER-ს.