უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ავიაპარკი კიდევ ერთი საჰაერო ხომალდით შეივსო. Boeing 737-800-ი საბორტო ნომრით UR-SQG SkyUp Airlines-ის მერვე თვითმფრინავია, რომელიც ავიაკომპანიის საკუთრებაში გადმოვიდა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული თვითმფრინავი გამოყენებული იქნება სათადარიგო დანიშნულებით და ასევე ის ჩარტერულ ავიარეისებზე იქნება ორიენტირებული.
თვითმფრინავი 1999 წელსაა გამოშვებული და შესაბამისად მისი ასაკი 19 წელი და 7 თვეა. SkyUp Airlines-მდე საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას ავიაკომპანიები China Southwest Airlines-ი, Air China და Yakutia ახდენდნენ.
ავიაკომპანიამ მეშვიდე ბორტი მიმდინარე წლის 20 აპრილს მიიღო. არსებული გეგმის მიხედვით კი 2019 წლის ბოლომდე SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 10 საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი.